I.1.1: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
გიორგიმ წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. ---------- უკვე ბანკში დაიწყო მუშაობა.
I.1.2: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ნოტარიუსმა ჩემი განცხადება დაიტოვა. ---------- ყველა საბუთი ორ კვირაში მოამზადა.
I.1.3: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ჩემი ძმა მოგზაურობიდან დაბრუნდა. ---------- დიდხანს გვიყვებოდა თავის შთაბეჭდილებებს.
I.1.4: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
დღეს იურისტი შეგხვდება. ---------- შენს ყველა კითხვას უპასუხებს.
I.1.5: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ხვალ ჩვენს უცხოელ სტუმარს ქალაქში გავასეირნებთ. ---------- ჯერ ძველ თბილისს
დავათვალიერებინებთ.
I.1.6: რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?
მათ კიდევ ორი დღე სჭირდებათ საქმის დასასრულებლად.
I.1.7: რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?
მათ გაცვლით პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
I.1.8: რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?
მათ უყვართ თავისუფალი დროის ერთად გატარება.
I.1.9: რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?
მწვრთნელმა მათ გამარჯვება მიულოცა.
I.1.10: რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?
ოპერატორმა მას პირადობის მოწმობა მოსთხოვა.
I.1.11: რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?
ჩემი ინიციატივა პირველად მას გავაცანი.
I.1.12: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ქუჩაში შევხვდი ძველ ნაცნობს, ---------- ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა.
I.1.13: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ხვალ ჩემი დაბადების დღეა, ---------- მცხეთაში უნდა აღვნიშნო.
I.1.14: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
გუშინ დავურეკე მეგობარს, ---------- დახმარება ვთხოვე.
I.1.15: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
შეტყობინება გამომიგზავნა ბანკის თანამშრომელმა, ---------- ჩემი განცხადება განიხილა.
I.1.16: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ამ საღამოს ვხვდებით ამერიკის ელჩს, ---------- ჩვენი გაცნობა სურს.
I.1.17: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
რესტორანში ტურისტმა შეუკვეთა ქართული კერძი, ---------- ადრე ძალიან მოეწონა.
I.1.18: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
იუბილარს აჩუქეს ნახატი, ---------- მისაღებ ოთახში კედელზე დაკიდა.
I.1.19: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
აუცილებლად გაგაცნობ ჩემს მოხსენებას, ---------- მალე კონფერენციაზე წავიკითხავ.
I.1.20: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
შეარჩიე ისეთი ფერის ქურთუკი, ---------- უფრო მოგიხდება.
I.2.1: დაასრულეთ წინადადება:
გაისად ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ბიზნესცენტრი ----------.
I.2.2: დაასრულეთ წინადადება:
უახლოეს მომავალში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ქუთაისში ----------.
I.2.3: დაასრულეთ წინადადება:
მუზეუმის საერთაშორისო დღე ყველაზე მასშტაბურად შარშან ----------.
I.2.4: დაასრულეთ წინადადება:
ხვალ აეროპორტში ტურისტების ჯგუფს მხოლოდ მე ----------.
I.2.5: დაასრულეთ წინადადება:
ამ ქართულენოვანი გაზეთის პირველი ნომერი შარშან საზღვარგარეთ ----------.
I.2.6: დაასრულეთ წინადადება:
გუშინ დილიდან საღამომდე გადაუღებლად ----------.
I.2.7: დაასრულეთ წინადადება:
გასულ კვირას კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია ----------.
I.2.8: დაასრულეთ წინადადება:
მომავალ წელს ამ უბანში ახალი კორპუსები ----------.
I.2.9: დაასრულეთ წინადადება:
შარშან ჩემი კაქტუსი ზუსტად ამ პერიოდში ----------.
I.2.10: დაასრულეთ წინადადება:
ამ გამოცდისთვის მომავალი წლის სექტემბრიდან ----------.
I.2.11: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
---------- სამსახურიდან შინ შედარებით ადრე დავბრუნდი.
I.2.12: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ჩვენი ორგანიზაციის წევრები ოფისში ---------- შეიკრიბნენ.
I.2.13: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
დელეგაციის წევრებთან შეხვედრა ---------- გაიმართება.
I.2.14: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
სამედიცინო დაზღვევის შესახებ სიახლე ---------- გვეცოდინება.
I.2.15: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯერ კიდევ ---------- ვიცნობდი.
I.2.16: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
---------- ამინდი მოულოდნელად შეიცვალა.
I.2.17: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
---------- აეროპორტში ვართ და რეგისტრაციის დაწყებას ველოდებით.
I.2.18: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
---------- ჩვენი დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.
I.2.19: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
---------- ღამით წყალი გაიყინა.
I.2.20: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
---------- ჩვენი დიდი ხნის ოცნება ასრულდა.
I.3.1: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– საქართველოს ---------- კუთხეები მოინახულე?
– თითქმის ყველა კუთხეში ვიყავი.
I.3.2: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– წელს ---------- დღით ჩამობრძანდით საქართველოში?
– ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და, ვფიქრობ, აქ ათ დღეს მაინც დავრჩები.
I.3.3: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- ისწავლე ასე კარგად ქართული ენა?
– სტუდენტობის დროს ქართველი მეგობარი მყავდა, მან მასწავლა.
I.3.4: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ხომ არ იცი, ხვალ ---------- ამინდი იქნება თბილისში?
– ამბობენ, ხვალ ღრუბლიანი ამინდი იქნება.
I.3.5: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- დაიწყე მუშაობა?
– სუპერმარკეტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. იმედია, თავს გავართმევ.
I.3.6: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– მაია, ისევ რიგში დგახარ? ---------- ხარ?
– მეოცე ვარ. ალბათ დიდხანს მომიწევს დგომა.
I.3.7: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– შეგიძლიათ გვითხრათ, ---------- დათვალიერებას მოვასწრებთ დღეს?
– თბილისის ძველი უბნებისა და მთაწმინდის პარკის ნახვას ვფიქრობთ.
I.3.8: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- პერსონალური გამოფენა იქნება მარტში?
– თვითნასწავლი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის.
I.3.9: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ------------ ეს პური და ფუნთუშები?
– გუშინდელია, ახალი ჯერ არ მიგვიღია.
I.3.10: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- კერძები გინდა გასინჯო?
– ქართული ტრადიციული კერძები, ჩემი მეგობრები ძალიან აქებენ.
I.3.11: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- ემზადებით თქვენი პირველი კონცერტისთვის?
– დიდი პასუხისმგებლობით. ყველა ჩვენს გამოსვლას ელოდება.
I.3.12: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- დარეკა ასე ადრიანად?
– ჩემი თანამშრომელი იყო, რაღაც მთხოვა.
I.3.13: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– კიდევ ---------- მესტუმრები? ძალიან მომენატრები.
– შევეცდები მომავალ კვირას გამოგიარო და სადმე ერთად გავისეირნოთ.
I.3.14: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- არის ეს სიმპათიური ახალგაზრდა?
– ჩემი უფროსი შვილია. წელს სკოლას ამთავრებს.
I.3.15: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- წიგნი გნებავთ? შემიძლია მოძებნაში დაგეხმაროთ.
– „თბილისის ისტორია“, წელს დაიბეჭდა.
I.3.16: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- დაიგვიანეთ? მატარებელი უკვე გავიდა სადგურიდან.
– ბილეთზე მითითებული დრო არასწორად წავიკითხე, როგორ შევცდი.
I.3.17: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- ჩამოვიდნენ შენი მშობლები?
– ქობულეთიდან ჩამოვიდნენ ამ დილით, იქ ისვენებდნენ.
I.3.18: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- გჭირდებათ ჩემი ძმის ტელეფონის ნომერი?
– საქმე მაქვს, ერთი წუთით შევაწუხებ, რაღაც მინდა ვკითხო.
I.3.19: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ასე ძალიან ---------- მოგწონს ეს ფილმი? უკვე მეორედ უყურებ.
– ისტორიული დრამაა, ეს კი ჩემი საყვარელი ჟანრია.
I.3.20: რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?
– ---------- საათისთვის უნდა ვიყოთ იუსტიციის სახლში? ხომ არ ვიგვიანებთ?
– ნუ ნერვიულობ. გასაუბრება პირველ საათზე იწყება, არ დავიგვიანებთ.
I.4.1: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
წითელსა და ლურჯ ფერებს ---------- ერთმანეთს შევურევთ, მივიღებთ იისფერს.
I.4.2: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
თევზი მეტად სასარგებლო საკვებია, ---------- ის მდიდარია ვიტამინებით.
I.4.3: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
წარმატებას ---------- მიაღწიო, შენი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასო.
I.4.4: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
დილიდან მზიანი ამინდი იყო, ---------- საღამოს ძლიერი წვიმა წამოვიდა.
I.4.5: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
მგზავრები აღელდნენ, ---------- თვითმფრინავის რეისმა დაიგვიანა.
I.4.6: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
დროულად გადი სახლიდან, ---------- შეხვედრაზე დაიგვიანებ.
I.4.7: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ყველა პირობა შეასრულეს, ---------- სასურველი შედეგი ჯერ ვერ მიიღეს.
I.4.8: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
წინასწარ გაეცანი გზამკვლევს, ---------- უკეთ დაგეგმო ექსკურსია.
I.4.9: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
შევთანხმდეთ, მე პროდუქტს მოვიტან, შენ --------- სადილი მოამზადე.
I.4.10: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
მაღალი ტემპერატურა ---------- გექნება, ექიმს დაურეკე.
I.4.11: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
---------- გაანაწილე დრო, ---------- დასვენებისთვის ერთი საათი დაგრჩეს.
I.4.12: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ადამიანი ---------- უნდა მიიღო, ---------- არის.
I.4.13: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
---------- შეძლებ ანკეტის სწორად შევსებას, ---------- ყურადღებით წაიკითხავ კითხვებს.
I.4.14: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
აიღე ---------- ნახატი, ---------- ყველაზე მეტად მოგწონს.
I.4.15: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
---------- გაწვიმდება, ---------- უკან დავბრუნდეთ.
I.4.16: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
მანქანას ---------- ვიყიდი, ---------- მართვის მოწმობას ავიღებ.
I.4.17: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
თუ გნებავთ, ---------- მიგიყვანთ, ---------- ეს სუვენირები შევიძინე.
I.4.18: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
ეს აბრა ---------- არის გაკრული, ---------- ყველამ კარგად დაინახოს.
I.4.19: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
არ დაგავიწყდეთ ---------- მოიქცეთ, ---------- მე გირჩიეთ.
I.4.20: რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?
ვარჯიშს ---------- გავაგრძელებ, ---------- მიზანს არ მივაღწევ.
II.1.1: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: დღის მონაკვეთი – შუადღეII.1.2: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: გარეგნობა – ლამაზიII.1.3: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: პროდუქტი – შაქარიII.1.4: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: განათლება – საშუალოII.1.5: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: ამინდი – წვიმიანიII.1.6: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: დღესასწაული – კონცერტიII.1.7: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: ეროვნება – ქართველიII.1.8: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: ავეჯი – ტახტიII.1.9: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: გარეგნობა – გაბედულიII.1.10: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: ამინდი – მოღრუბლულიII.1.11: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: მდინარის ნაწილი – სათავეII.1.12: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: საბუთი – სარეკლამო განცხადებაII.1.13: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: ასაკი – მოხუციII.1.14: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: განათლება – ნიჭიერიII.1.15: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: დროის მონაკვეთი – წამიII.1.16: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: მშობელი – დედაII.1.17: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: ოჯახის წევრი – ნაცნობიII.1.18: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: საკომუნიკაციო საშუალება – თვითმფრინავიII.1.19: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: საგნის ფორმა – მრგვალიII.1.20: რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა: დასასვენებელი ადგილი – პარკიII.2.1: რას ვამბობთ ნაცნობთან შეხვედრის დროს?
ა: გამარჯობაII.2.2: რას ვამბობთ სიხარულის გამოხატვის დროს?
ა: კარგად ბრძანდებოდეთII.2.3: რას ვამბობთ ადამიანის მოკითხვის დროს?
ა: კეთილი მგზავრობაII.2.4: რას ვამბობთ ნებართვის აღების დროს?
ა: დიდი მადლობაII.2.5: რას ვამბობთ დაეჭვების დროს?
ა: დაუჯერებელიაII.2.6: რას ვამბობთ, როდესაც ვინმეს ვეთანხმებით?
ა: ბოდიშს გიხდითII.2.7: რას ვამბობთ, როდესაც ვინმეს შექება გვინდა?
ა: ბოდიშიII.2.8: რომელი სიტყვაა გამოტოვებული?
– ქალბატონო, თუ შეიძლება მითხარით, სად არის აქ გაჩერება?
– ----------, ვერაფრით დაგეხმარებით, აქ მეც პირველად ვარ.
II.2.9: რომელი ფრაზაა გამოტოვებული?
– ერთ კვირაში მივემგზავრები, მაგრამ პასპორტს ვადა გაუვიდა.
– ----------, იუსტიციის სახლში სამ დღეში ახალ პასპორტს მოგცემენ.
II.2.10: რომელი ფრაზაა გამოტოვებული?
– აქ ფოტოების გადაღება ნებადართული არ არის.
– ----------, ისე სიამოვნებით გადავიღებდი, საოცარი ექსპონატებია გამოფენილი.
II.2.11: რომელი სიტყვაა გამოტოვებული?
– ამიწონეთ, თუ შეიძლება, ორი კილოგრამი კიტრი.
– ----------, თანხა სალაროში გადაიხადეთ.
II.2.12: რომელი ფრაზაა გამოტოვებული?
– რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“ უნდა გაჩუქოთ.
– ----------, ეს ხომ ძალიან ძვირფასი საჩუქარია.
II.2.13: რომელი ფრაზაა გამოტოვებული?
– მოდი, თუ გინდა, რესტორანში ვისადილოთ.
– ----------, დილიდან არაფერი მიჭამია.
II.2.14: რომელ ფრაზაშია მოცემული რჩევა?
ა: არა უშავს, სხვა სასტუმროს მოძებნაში დაგეხმარებითII.2.15: რომელ ფრაზას ვიყენებთ გაცნობის დროს?
ა: დილა მშვიდობისა, დღეს რა მშვენიერი ამინდიაII.2.16: რომელ ფრაზას ვიყენებთ დამშვიდობების დროს?
ა: ბოდიში, თუ შეიძლება, გამატარეთ!II.2.17: რომელ ფრაზას ვიყენებთ, როდესაც ბოდიშის მოხდა გვინდა?
ა: გთხოვთ დამეხმაროთ ჩანთის აწევაშიII.2.18: რომელ ფრაზას ვიყენებთ თხოვნის დროს?
ა: გაითვალისწინეთ, რომ ადგილი წინასწარ უნდა დაჯავშნოთII.2.19: რომელ ფრაზას ვიყენებთ, როდესაც ვინმეს დამშვიდება გვინდა?
ა: ბოდიში, რომ ამდენ ხანს გალოდინეთII.2.20: რომელ ფრაზას ვიყენებთ, როდესაც რამე მოგვწონს?
ა: რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გესტუმრებითII.3.1: დაასრულეთ წინადადება.
შენით კმაყოფილი ვარ, კარგი არჩევანი ----------.
II.3.2: დაასრულეთ წინადადება.
გადაკეტეს ქუჩის ის ნაწილი, სადაც ეს ამბავი ----------.
II.3.3: დაასრულეთ წინადადება.
უცხოელმა სტუმარმა ქართული სამზარეულოს შესახებ აზრი ----------.
II.3.4: დაასრულეთ წინადადება.
მერიამ ხიდის ასაგებად ბიუჯეტიდან საჭირო თანხა ----------.
II.3.5: დაასრულეთ წინადადება.
ოფისის თანამშრომელმა თავისი მოვალეობა კარგად ----------.
II.3.6: დაასრულეთ წინადადება.
ახალგაზრდამ მგზავრის მიმართ ყურადღება ----------.
II.3.7: დაასრულეთ წინადადება.
მორიგე ექიმმა ავადმყოფს დახმარება დროულად ----------.
II.3.8: დაასრულეთ წინადადება.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტმა შეკითხვა ----------.
II.3.9: დაასრულეთ წინადადება.
ოჯახის წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთად ----------.
II.3.10: რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
დღის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია ----------.
II.3.11: დაასრულეთ წინადადება.
თანამშრომლებმა მხოლოდ შეხვედრის შემდეგ შეძლეს დასკვნის ----------.
II.3.12: დაასრულეთ წინადადება.
საქართველოში ყველას შეუძლია კარგი განათლების ----------.
II.3.13: დაასრულეთ წინადადება.
მიხარია, რომ ჩვენი რჩევა სრულად ----------.
II.3.14: დაასრულეთ წინადადება.
არ არის ადვილი გარდამავალ ასაკში ბავშვის ნდობის ----------.
II.3.15: დაასრულეთ წინადადება.
უმოკლეს პერიოდში ვაპირებ ამ პრობლემის ----------.
II.3.16: დაასრულეთ წინადადება.
ჩვენი ყველა მოთხოვნა დროულად ----------.
II.3.17: დაასრულეთ წინადადება.
საჭიროების შემთხვევაში ნამდვილად შემიძლია კარგი რჩევის ----------.
II.3.18: დაასრულეთ წინადადება.
აჯობებს, ერთად ვიფიქროთ გამოსავლის ----------.
II.3.19: დაასრულეთ წინადადება.
ახალგაზრდებს მოსწონთ თავისუფალი დროის ერთად ----------.
II.3.20: დაასრულეთ წინადადება.
ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მადლიერების ----------.
III.1.1: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
პროდუქტის შენახვის ვადა – 3 წელი.
III.1.2: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
წამლის მიღების წინ გაეცანით ინსტრუქციას!
III.1.3: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
დაითვალეთ ფული სალაროსთან!
III.1.4: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
III.1.5: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
გზა მშვიდობისა!
III.1.6: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
გაზეთში რეკლამის გამოქვეყნება – 50 ლარი.
III.1.7: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
შენობაში უცხო პირთა შესვლა დაუშვებელია!
III.1.8: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
ბილეთების შეძენისას წარმოადგინეთ პირადობის მოწმობა.
III.1.9: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
მუზეუმში სურათების გადაღება აკრძალულია!
III.1.10: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
გაყიდული წამალი უკან არ მიიღება!
III.1.11: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
შენობაში არ ეწევიან!
III.1.12: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
ფრთხილად, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები!
III.1.13: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
დაზოგეთ ელექტროენერგია!
III.1.14: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
აფთიაქში წამალი ურეცეპტოდ არ გაიცემა!
III.1.15: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
შესვენება 14. 00 საათიდან 15. 00 საათამდე.
III.1.16: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
ექსპონატებს ნუ შეეხებით!
III.1.18: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
სპექტაკლის დაწყებამდე გთხოვთ გამორთოთ მობილურები!
III.1.19: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
დარბაზში შესვლამდე პალტოები გარდერობში ჩააბარეთ!
III.1.20: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
განცხადებების განთავსება უფასოა მხოლოდ მითითებულ საიტზე!
III.2.1: სად მიმდინარეობს საუბარი?
– შეხედე, რამდენი ხალხი დგას სალაროსთან. მოდი, მოგვიანებით ვიყიდოთ პროდუქტები.
– მერე უფრო მეტი ხალხი რომ იყოს?!
– კარგი, შევიდეთ! შენ სალაროსთან დაიკავე რიგი, მე მაცივრიდან პროდუქტებს ავიღებ და მოვალ.
– კარგი აზრია. დროს ნამდვილად მოვიგებთ.
– იმედია, თორემ ისე ვარ დაღლილი, რიგში დიდხანს დგომა არ შემიძლია.
III.2.2: სად მიმდინარეობს საუბარი?
– ვინ არის ბოლო?
– მე ვარ, მაგრამ მოლარემ თქვა, 5-საათიან სეანსზე ცოტა ბილეთი დარჩაო.
– არა უშავს, დაველოდები.
– თქვენ რამდენი ბილეთი გნებავთ?
– მხოლოდ ორი.
– მე ხუთი ბილეთი მინდა. თუ ამდენი არ იქნება, რიგს თქვენ დაგითმობთ. ეგებ ორი ბილეთი
შეგხვდეთ.
– დიდი მადლობა.
III.2.3: სად მიმდინარეობს საუბარი?
– უკაცრავად, ეს ადგილი ჩემია.
– მე მგონი, გეშლებათ. აი ბილეთი.
– ნახეთ, თქვენი ადგილი მე-12 რიგშია.
– აბა, ეს რომელი რიგია? ნუთუ შემეშალა?
– დიახ! აქ წერია – მე-10 რიგი.
– მაპატიეთ. ახლავე გადავალ, სპექტაკლიც მალე იწყება.
– არა უშავს.
III.2.4: ვისთან მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა. ადმინისტრატორი ბრძანდებით?
– დიახ, გისმენთ.
– ორადგილიანი ნომერი გაქვთ?
– გვაქვს. რამდენი დღით აპირებთ ჩვენთან დარჩენას?
– ხუთი დღით. მანქანის გაჩერება სად შეიძლება?
– სასტუმროს აქვს კარგად დაცული ავტოსადგომი.
– კარგია. ინებეთ ჩვენი პასპორტები.
– გაითვალისწინეთ, რომ თანხაში მხოლოდ საუზმე შედის. სადილის საკითხი მენეჯერთან უნდა
შეათანხმოთ. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნომერში, იქ ტექნიკური პერსონალი დაგხვდებათ.
– დიდი მადლობა.
III.2.5: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა.
– გისმენთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– სასტუმროს ვეძებთ. მეტროსთან გვითხრეს, ამ ქუჩაზე არისო.
– სასტუმროს სახელი არ იცით?
– სამწუხაროდ, არ გვახსოვს.
– ერთი სასტუმროა ახლოს. ორასი მეტრის გავლა მოგიწევთ ფეხით.
– პირდაპირ ვიაროთ?
– დიახ, მიწისქვეშა გადასასვლელს დაინახავთ, სასტუმროც იქვეა.
– დიდი მადლობა, ნახვამდის.
III.2.6: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა, საჩუქარი მინდა შევარჩიო უცხოელი სტუმრისთვის.
– აქ უამრავი სუვენირია. ბევრი მათგანი ხელნაკეთია. კერამიკული ჭურჭელიც გვაქვს,
დაათვალიერეთ.
– ვხედავ, მაგრამ ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
– ქალბატონისთვის არჩევთ თუ მამაკაცისთვის?
– შუა ხნის ქალბატონისთვის.
– შემიძლია გირჩიოთ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სამკაულების ასლები. მაგალითად, ეს. აი,
ნახეთ, ესეც ლამაზია.
– ორივე ძალიან მომწონს, ავიღებ. დიდი მადლობა რჩევისათვის. ფასიც მისაღებია.
– ინებეთ, ნახვამდის.
III.2.7: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა, ლექსიკონები გაქვთ?
– ლექსიკონი ბევრნაირი გვაქვს. თქვენ რომელი გნებავთ?
– ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი.
– დიახ, გვაქვს, ახალი გამოცემაა. აი, ამ თაროზე აწყვია.
– ძალიან კარგი, სხვაგან ვერსად ვნახე. ლექსიკონსაც ავიღებ და ქართული ხალხური ზღაპრების ამ
ილუსტრირებულ კრებულსაც. სამი წლის შვილიშვილისთვის მინდა.
– კარგი საჩუქარია. ინებეთ, თანხა სალაროში გადაიხადეთ.
III.2.8: სად მიმდინარეობს საუბარი?
– მაია, მოდი წავიკითხოთ, რომელი სპექტაკლების ნახვას შევძლებთ ამ დღეებში.
– აი ხვალის სპექტაკლებიც. შეგვიძლია „ჯინსების თაობა“ ვნახოთ. საღამოს რვა საათზე იწყება.
– ეს სპექტაკლი ნანახი მაქვს. ძალიან მომეწონა. შენ?
– არა, დიდი ხანია თეატრში არ ვყოფილვარ.
– მაშინ ნუ გადავდებთ, ახლავე შევიდეთ სალაროში და ავიღოთ ბილეთები. მე მეორედაც სიამოვნებით
ვნახავ.
– კარგი, ავიღოთ. იცოდე, მე გპატიჟებ.
– დიდი მადლობა, ამჯერად ასე იყოს. შემდეგში მე დაგპატიჟებ.
III.2.9: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა. დღეს რძის ნაწარმისა და ხორცეულის რამხელა არჩევანი გაქვთ!
– დიახ, ამ დილით ფირმამ ახალი პროდუქტები შემოგვიტანა.
– თუ ასეა, ამიწონეთ ორი კილო საქონლის ხორცი და ერთი ქათამი. ყველიც მინდა, ერთი თავი.
– ჩვენს მარკეტში გუშინ კაფე გაიხსნა. შეგიძლიათ ისარგებლოთ, გემრიელი ყავა აქვთ.
– მადლობა ინფორმაციისთვის, მეცოდინება.
– ინებეთ თქვენი პროდუქტები. თანხა სალაროში გადაიხადეთ.
– გმადლობთ, ნახვამდის.
III.2.10: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გაქვთ თავისუფალი მაგიდა ოთხ კაცზე?
– დიახ. დარბაზში დასხდებით თუ აივანზე?
– აივანზე. იქიდან საოცარი ხედია.
– მობრძანდით. აი მენიუ, გაეცანით.
– ხინკალი რომ შეგიკვეთოთ, რამდენ ხანში იქნება მზად?
– 10-15 წუთში ნებისმიერი შეკვეთა გვაქვს მზად.
– ძალიან კარგი. მაშინ ჩაიწერეთ.
– ახლავე. გისმენთ...
III.2.11: სად მიმდინარეობს საუბარი?
– მარიამ, აჯობებს მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლოთ, მეტროსთანაა.
– აქვე „ზებრაა“ – საფეხმავლო გადასასვლელი, შუქნიშანიცაა. მეტროსთან რა გვინდა?
– უი, შუქნიშანი ვერც კი შევნიშნე, ახლახან დაუმონტაჟებიათ. კარგია, თორემ ზოგი მძღოლი „ზებრას“
ყურადღებას არ აქცევდა და აქ ავარიაც არაერთხელ მომხდარა.
– ჰო, მახსოვს რამდენიმე შემთხვევა.
– აი, მწვანე აინთო, გადავიდეთ.
– წავიდეთ. სახლამდე ასე უფრო მოკლე გზაა.
III.2.12: სად მიმდინარეობს საუბარი?
– უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სტადიონი შორსაა ამ მეტროსადგურიდან?
– არც ისე, პარალელურ ქუჩაზეა.
– თუ არ შეწუხდებით, მითხარით, იქამდე როგორ მივიდე.
– პირდაპირ იარეთ. შუქნიშანთან მოპირდაპირე მხარეს გადახვალთ. იქვე, კუთხეში, აფთიაქია.
ქუჩას ზევით აუყევით და ხელმარჯვნივ სტადიონს დაინახავთ.
– დიდი მადლობა.
– არაფრის.
III.2.13: ვისთან მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა, ოჯახის ექიმის ნახვა მინდა.
– ჩაწერილი ბრძანდებით?
– დიახ, გუშინ რეგისტრატურაში დავრეკე და ჩავეწერე.
– თქვენი პირადობის მოწმობა მომაწოდეთ, ინფორმაციას გადავამოწმებ.
– 12 საათისთვის ვარ ჩაწერილი, მაგრამ ჯერ რენტგენოლოგის დასკვნა და ანალიზების პასუხები უნდა
ავიღო.
– ექიმი გელოდებათ, შებრძანდით კაბინეტში. ყველა პასუხს ექთანი აიღებს და გადმოგცემთ.
– მადლობა.
III.2.14: სად მიმდინარეობს საუბარი?
– პირველად ხართ ჩვენს ბიბლიოთეკაში?
– არა, შარშან ვიყავი ჩაწერილი. სამწუხაროდ, ბარათი დამეკარგა.
– გვარი მითხარით. ეგებ სარეგისტრაციო ჟურნალში ვიპოვო თქვენი მონაცემები.
– მუმლაძე გიორგი.
– ვნახე. თქვენი ბარათი ვადაგასულია. რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიაროთ.
– აი, ჩემი პირადობის მოწმობა.
– ინებეთ ბარათი. ახალი წიგნები ამ სტენდზეა გამოფენილი, აქვეა წიგნების კატალოგიც. შეგიძლიათ
ისარგებლოთ დარბაზით ან წიგნი შინ წაიღოთ.
– კატალოგში მოვნახავ საჭირო წიგნს. დარბაზში ვიმუშავებ.
III.2.15: ვისთან მიმდინარეობს საუბარი?
– დაბრძანდით. რა გაწუხებთ?
– მეოთხე დღეა ძალიან მახველებს.
– მიამბეთ, რა სიმპტომები გქონდათ თავიდან?
– პირველ დღეს ძალიან მაღალი სიცხე მქონდა, სისუსტეს ვგრძნობდი. ოჯახის წევრები შინ არ იყვნენ
და მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
– რა დანიშნულება მოგცეს?
– ნემსი გამიკეთეს, სიცხე აღარ მაქვს, მაგრამ ძალიან მახველებს. მირჩიეს ამბულატორიისათვის
მიმემართა.
– კარგი, ექთანი მიმართვას დაგიწერთ რადიოლოგთან.
– გმადლობთ.
III.2.16: ვისთან მიმდინარეობს საუბარი?
– ნინო, ჩემო საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს!
– რა ლამაზი თაიგულია, დიდი მადლობა. დღეს ჩემი პირველი სტუმარი ხარ, შემობრძანდი.
– მეგობრები ჯერ არ მოსულან?
– მალე მოვლენ, ექვსი საათისათვის.
– დედა და მამა სად არიან?
– მამა სამსახურშია. მეზობელმა შოკოლადის ტორტი გამომიცხო და დედა მის გამოსატანად გავიდა.
აი, ზარიც. მამიდა, თუ არ შეწუხდები, კარი გააღე.
– ალბათ შენი მეგობრები არიან.
III.2.17: როდის მიმდინარეობს საუბარი?
– იმედია, კარგი კონცერტი იქნება. ძლივს ვიშოვე ბილეთი.
– აი პროგრამა, პირველ ნაწილში ძირითადად ესტრადის ქართველი მომღერლები გამოდიან.
– როგორც ვიცი, უცხოელი მომღერლებიც მონაწილეობენ.
– კი, შესვენების შემდეგ, კონცერტის მეორე ნაწილში.
– დიდი ხანია ასეთ კონცერტზე არ ვყოფილვარ, სიამოვნებით წამოვედი.
– მოდი შევიდეთ დარბაზში, ადგილები დავიკავოთ.
– ტელეფონის გამორთვა არ დაგვავიწყდეს.
– კარგია, რომ შემახსენე. კონცერტის შემდეგ ჩემთან წავიდეთ.
– დღეს არა, გვიან იქნება.
III.2.18: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა, თქვენი ტურისტული ბიურო მირჩიეს, საინტერესო ტურებს გეგმავენო.
– გისმენთ, სად აპირებთ გამგზავრებას და რამდენი ხნით?
– ორი კვირით მინდა საბერძნეთში გავფრინდე. დასვენებაც უნდა მოვასწრო და ისტორიული
ადგილების მონახულებაც.
– აუცილებლად დაგეხმარებით. ისეთ ტურს შეგირჩევთ, კმაყოფილი დარჩებით.
– ინებეთ ჩემი პასპორტი.
– თვითმფრინავის ბილეთისა და სხვა მომსახურებისათვის საბუთებს გავაფორმებ და სავარაუდო
თანხასაც გეტყვით.
– სასტუმროს ნომერიც ხომ შედის მომსახურებაში?
– რა თქმა უნდა, ახლავე ყველაფერს გაგაცნობთ.
– გმადლობთ.
III.2.19: ვისთან მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა, კანცელარია აქ არის? თქვენ ბრძანდებით უფროსი?
– დიახ, მობრძანდით. რა გნებავთ?
– თქვენთან ვაკანსია გამოცხადდა და კონკურსში ვაპირებ მონაწილეობას. საბუთების ჩაბარება მინდა.
– დერეფანშია გამოკრული საბუთების ჩამონათვალი, გადაამოწმეთ.
– დიახ, უკვე შევამოწმე. ეს საბუთები თქვენ დაგიტოვოთ?
– ფაილში ჩადეთ და მდივანს ჩააბარეთ. ერთ კვირაში კომისია განიხილავს და პასუხს შეგატყობინებთ.
– გმადლობთ. ნახვამდის.
III.2.20: სად მიმდინარეობს საუბარი?
– გამარჯობა, თქვენთან წამლები ურეცეპტოდ გაიცემა?
– რომელი წამალი გნებავთ? რა გაწუხებთ?
– მახველებს და ყელიც მტკივა.
– რამდენიმე წამალი გვაქვს, მაგრამ აჯობებს, თუ კლინიკაში ექიმს გაესინჯებით და წამალს მისი
დანიშნულებით შეიძენთ.
– კარგი, მივალ. მაშინ მხოლოდ ყელის ტკივილის წამალი მომეცით.
– აი, ეს ინებეთ. დღეში სამჯერ მიიღეთ. თანხა სალაროში გადაიხადეთ.
– გმადლობთ, ნახვამდის.
III.3.1: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
ნარიყალა მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. ეს უძველესი ციხესიმაგრე მდინარე
მტკვარს გადაჰყურებს. ლეგენდის მიხედვით, ციხის აგება მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.
ისტორიულ წყაროებში ის შურის ციხედ არის მოხსენიებული, ნარიყალა კი მონღოლთა ბატონობის დროს
დაერქვა. სიტყვა „ნარიყალა“ მცირე ციხესიმაგრეს ნიშნავს. ძნელად მისადგომი ეს თავდაცვითი ნაგებობა
დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საკმაოდ გაფართოვდა. იგი მტკიცე კედლებით, კოშკებითა და
ბასტიონებით იყო გამაგრებული. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ერთერთი კოშკის კედლებში.
III.3.2: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
თბილისში აეროპორტმა ფუნქციონირება 1923 წელს დაიწყო. დღეს იგი კავკასიის რეგიონის
ძირითადი კომერციული და სტრატეგიული ცენტრია. აქ უამრავი საერთაშორისო ტვირთი შემოდის და
გადის. სამარშრუტო ხაზს – თბილისი-აეროპორტი-თბილისი – ემსახურება ავტობუსი, რომლის გაჩერებაც
ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთანაა. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას 20-30 წუთი სჭირდება.
ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 370
ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. 2015 წელს აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი
ეწოდა.
III.3.3: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია,
აქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 – საბურთალოს ხაზზე. სადგურების უმეტესობა
ძალიან ღრმად არის მიწის ქვეშ. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო: „ნაძალადევი“ და „გლდანი“.
ყოველწლიურად მეტროს საშუალოდ 105,6 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. ექსპლოატაციაშია 186 ვაგონი.
მგზავრობის საფასური 1 ლარია, სტუდენტებისთვის – 20 თეთრი, სკოლის მოსწავლეებისათვის კი უფასოა.
მეტრო მუშაობს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე. მატარებელი გადის ყოველ 4 წუთში, პიკის საათებში
კი – 2,5 წუთში.
III.3.4: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
„ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ
მსოფლიოში. ის დედამიწის ზედაპირზე 10 კმ სიღრმიდან თბილი სახით ამოდის, რადგან, ბევრი სხვა
მინერალური წყლისაგან განსხვავებით, მიწაში გაცივებას ვერ ასწრებს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი
ქვის აბაზანები და თიხის მილები ადასტურებს, რომ ძველად „ბორჯომი“ არა მარტო სასმელად, არამედ
აბაზანის მისაღებადაც გამოიყენებოდა. გეოლოგები და ქიმიკოსები მინერალურ წყალს მუდმივად
ამოწმებენ. ამ კვლევებიდან ჩანს, რომ მისი ტემპერატურა, ქიმიური თვისებები და შემადგენლობა არ
იცვლება. დღეს წყალი 9 ჭაბურღილიდან 25-კილომეტრიანი მილით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხნებს.
III.3.5: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
მტკვარი საქართველოს მთავარი მდინარეა, რომელიც სათავეს თურქეთში იღებს. საქართველოს გარდა
ის კვეთს სამ ქვეყანას და ბოლოს კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მტკვარი თოვლით,
წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. გაზაფხულზე მას წყლის სიუხვე ახასიათებს, ზაფხულსა და
ზამთარში – წყლის სიმცირე. მტკვარი მდიდარია თევზით. იგი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსია. მასზე აგებულია რამდენიმე ჰესი. მტკვრისა და მისი შენაკადების
წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათას ჰექტრამდე ფართობს. თბილისში მტკვრის წყალს
ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ.
III.3.6: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორია 1912 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორი ანდრია კრასნოვი
სათავეში ჩაუდგა ბაღის გაშენებას. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აგრონომ-დეკორატორმა
იასონ გორდეზიანმა. ბოტანიკურ ბაღში ორი ათასზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის 104
კავკასიური წარმოშობისაა, დანარჩენი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არის შემოტანილი. ბათუმის
ბოტანიკურ ბაღში არაერთი საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება დეკორატიული მებაღეობის,
მცენარეთა დაცვის, ეკოგანათლებისა თუ ტურიზმის მიმართულებით. 2012 წელს ბაღის ასი წლის იუბილე
რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა, მათ შორის, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
III.3.7: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
საქართველოს დედაქალაქი თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და
კულტურული ცენტრია. იგი ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს და, როგორც ძველად, ახლაც მას
მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს. ქალაქის მოსახლეობა ოდითგანვე მრავალეროვანი იყო.
ქართველების გვერდით აქ ცხოვრობდნენ: ქურთები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები.
ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების
წარმომადგენელთა თანაცხოვრებას. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ თბილისის ერთ-ერთ ძველ
უბანში მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული და მართლმადიდებლური ტაძრები ერთმანეთის გვერდით დგას.
III.3.8: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს მიეკუთვნება. მისი ფართობი 422 000 კმ²-ია. ის საქართველოს
დასავლეთით ესაზღვრება. მის ნაპირებთან გაშენებულია არაერთი ქალაქი და კურორტი. შავი ზღვის ფლორა
და ფაუნა მრავალფეროვანია. მასში გავრცელებულია წყალმცენარეთა 350 და ფაუნის 2500 სახეობა. ზღვაში
ბინადრობენ უნიკალური ჯიშის თევზები: ორაგული, კეფალი და სხვ. შავ ზღვას არა აქვს დიდი და მცირე
მიმოქცევები. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია წყლის თანაბარი დონე. აქ წყლის ზედაპირი უმეტესად
წყნარია. ზღვის გავლენით დასავლეთ საქართველოს საკმაოდ დიდ ნაწილში ზამთარი თბილია, ზაფხული
კი – გრილი. ასეთი თავისებური კლიმატი ხელს უწყობს ამ რეგიონში სუბტროპიკული მცენარეების
გაშენებას.
III.3.9: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი თიხის დიდი ჭურჭელია, რომელიც მიწაშია ჩაფლული.
მისი დამზადება რთული და ხანგრძლივი პროცესია. თიხა, რომლისაგან ქვევრს აკეთებენ, შეიცავს კირქვასა
და მცირე რაოდენობით ძვირფას ლითონებს. ეს ამაგრებს ქვევრის კედლებს და ხელს უშლის ბაქტერიების
გამრავლებას. საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს. ამ უძველეს ტრადიციას
ქართველები დღემდე ინარჩუნებენ. 2013 წელს იუნესკომ ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი
უძველესად აღიარა და მას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რამაც
ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.
III.3.10: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
საქართველოს კუთხეებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ცხოვრების წესი და სამზარეულო
გამოარჩევს. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან უყვართ ხორცი, ცხიმიანი საკვები. დასავლეთ
საქართველოში პოპულარულია ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული მცენარეული საჭმელი – ფხალეული და
რძის პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები. ღვინის სამშობლოში ვაზი თითქმის ყველგან ხარობს,
განსაკუთრებით – კახეთში. აქაური ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული. აჭარული
სამზარეულო გამოირჩევა რძის პროდუქტებისგან დამზადებული კერძებით, რადგან მისი მოსახლეობა
ძირითადად მესაქონლეობას მისდევს.
III.3.11: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
დმანისი უძველესი ქალაქია ქვემო ქართლში. არქეოლოგიური გათხრები აქ 1936 წლიდან
მიმდინარეობს. თავდაპირველად აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები, შენობების
ნაშთები, ცხოველთა ძვლები, ქვის იარაღები, მოგვიანებით კი დმანისის მახლობლად იპოვეს უძველესი
ადამიანების თავის ქალები. დადგინდა მათი ასაკიც – 1,8 მილიონი წელი. უნიკალურმა აღმოჩენამ შეცვალა
მანამდე არსებული მოსაზრება, რომ უძველესი ადამიანები ევრაზიაში აფრიკიდან მოვიდნენ. დღეს უკვე
აღიარებულია, რომ დმანისი პირველი ევროპელების სამშობლოა. დმანისში აღმოჩენილი ორი თავის ქალის
მიხედვით აღადგინეს ამ ადამიანების სახეები. მათ სახელებიც შეურჩიეს: ერთს მზია დაარქვეს, მეორეს –
ზეზვა.
III.3.12: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
დენდროლოგიური პარკი ადგილია, სადაც გაშენებულია მცენარეები გეოგრაფიული, დეკორატიული
და სხვა ნიშნის მიხედვით. მსოფლიოში რვა ასეთი გამორჩეული პარკია, მათ შორის ერთ-ერთი გურიაშია,
კურორტ შეკვეთილში. იგი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბითა და მცენარეთა უნიკალური კოლექციით.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა 2020 წლის 15 ივლისს. პარკის 18 ჰექტარზე გაშენებულია
საქართველოს კუთხეებში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე
მეტი გიგანტური ნიმუშისაგან შედგება. დანარჩენ 42 ჰექტარზე მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან
შემოტანილი ათასწლოვანი ეგზოტიკური მცენარეებია წარმოდგენილი.
III.3.13: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ქალაქია. ეს განაპირობა მისმა
განსაკუთრებულმა არქიტექტურამ და ბუნებრივმა მდებარეობამ. კახეთის ულამაზესი ქალაქი გაშენებულია
მაღალბორცვიან ადგილას, საიდანაც ჩანს როგორც ალაზნის ველი, ისე – კავკასიონის მთები. სიღნაღი
ქალაქად მეფე ერეკლე II-ის დროს ჩამოყალიბდა. იგი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც 200
წლის წინ იყო. მას გარს აკრავს გალავანი 28 კოშკით. დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმს უწოდებენ. 2007 წელს
ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს აქ გაიხსნა ეროვნული მუზეუმი, რომელშიც უამრავი
მნიშვნელოვანი ექსპონატია გამოფენილი, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებიცაა.
III.3.14: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
რუსთაველის გამზირი თბილისელების უსაყვარლესი ადგილია. რუსთაველის სახელი მას 1918 წელს
– საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ – ეწოდა, მანამდე კი გოლოვინის პროსპექტი
ერქვა. იგი თავისუფლების მოედნიდან იწყება და კოსტავას ქუჩას მეტრო „რუსთაველთან“ უერთდება. აქ
მდებარე სახელმწიფო, კულტურული და საზოგადოებრივი დაწესებულებების სიმრავლის გამო ეს ადგილი
ქალაქის ცენტრად მიიჩნევა. მისი ინტენსიური განაშენიანება 1860 წლიდან დაიწყო. თანდათან პროსპექტს
შეემატა არაერთი შენობა, რომელთა ნაწილი დღემდე ამშვენებს ქალაქს. ეს ნაგებობებია: მოსწავლეახალგაზრდობის სასახლე, რუსთაველის თეატრი, სამხატვრო გალერეა, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ და
სხვ.
III.3.15: რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?
თბილისის მთავარ მოედანს (თავისუფლების მოედანს) დაახლოებით ორასი წლის ისტორია აქვს. ჯერ
კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს იგი ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი ერქვა. ვახუშტი
ბატონიშვილის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, ამ ადგილას ბაღები ყოფილა გაშენებული და
ერთადერთი შენობა მდგარა. გარეთუბნის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის პირველ მეოთხედში
დაიწყო. ამ პერიოდის ერთ-ერთი ნაგებობაა ხელოვნების მუზეუმი. 1847-1851 წლებში არქიტექტორ ჯოვანი
სკუდიერის პროექტით აიგო თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობები, რომლებიც 1874 წელს
გაჩენილი ხანძრის გამო დაიწვა. XX საუკუნის 30-იან წლებში ბევრი ძველი შენობა მოედნის
რეკონსტრუქციის გამო დაანგრიეს.
III.3.16: რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?
ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, პირველი დასახლება თბილისში გოგირდის ცხელი
წყაროების მიმდებარედ გაჩნდა. სწორედ აქედან დაიწყო ქალაქის ეკონომიკური აყვავება: ჩამოყალიბდა
ნაგებობათა არქიტექტურული სახე, აშენდა აბანოები, განვითარდა ხელოსნობა... ცნობილია, რომ ჯერ კიდევ
XIII საუკუნეში თბილისში 65 გოგირდის აბანო ყოფილა, რომელთა უმრავლესობა დღემდეა შემორჩენილი.
გოგირდის წყლები მეცნიერთა ყურადღების ცენტრში XIX საუკუნის 60-იან წლებში მოექცა. პირველი
ქიმიური ანალიზი ფერდინანდ ოტენის სახელს უკავშირდება. შემდგომი კვლევებით წყლის უნიკალური
სამკურნალო თვისებები დადგინდა. ამან კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.
III.3.17: რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?
პირველი ტელეფონი ალექსანდრე ბელმა 1876 წელს შექმნა ამერიკაში. მალე იგი მთელ მსოფლიოში
გავრცელდა. თბილისში ტელეფონი 1882 წელს ამუშავდა. პირველი კავშირი დამყარდა „კავკაზის“
რედაქციასა და სტამბას შორის, თავადი ჯორჯაძე კი იყო პირველი მეწარმე, რომელმაც სატელეფონო ხაზი
გაიყვანა საკუთარი კანტორიდან ღვინის საწყობამდე. 1893 წელს სატელეფონო ქსელით არაერთი
თბილისელი სარგებლობდა. როგორც პრესა წერდა, აბონენტთა რაოდენობით თბილისი რუსეთის იმპერიაში
მეხუთე ადგილზე იყო. 1935 წელს ამუშავდა ავტომატური სადგური, რომელიც ფირმა „ერიქსონმა“
დაამონტაჟა. წლების განმავლობაში სატელეფონო კავშირები თანდათან დაიხვეწა.
III.3.18: რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?
მგზავრების გადასაყვანად სწრაფი სატრანსპორტო საშუალებების შექმნის აუცილებლობა მსოფლიოში
ქალაქების მოსახლეობის ზრდამ განაპირობა. ამ საკითხზე საქართველოშიც მუშაობდნენ. თბილისის
ქუჩებში პირველი სარელსო ტრანსპორტი – ცხენიანი ტრამვაი, ე. წ. ,,კონკა“ – XIX საუკუნის 80-იან წლებში
გამოჩნდა. ოთხივე მხრიდან ღია ვაგონს რკინის ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი ჰქონდა. შიგ იდგა
სკამების რიგი. „კონკაში“ 20 კაცი ეტეოდა. ტრამვაის გაჩერებას ბილეთების გამყიდველი არეგულირებდა.
ახალი ტრანსპორტი უცხოელი მეწარმეებისათვის მოგების წყარო გახდა. 1904 წელს „კონკა“ ელექტრონული
ტრამვაით შეიცვალა. მოგვიანებით ქალაქში გამოჩნდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებიც.
III.3.19: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
1903 წლის 17 დეკემბერს ცაზე გამოჩნდა ამერიკელი ძმების, ორვილ და უილბურ რაიტების, მიერ
აგებული პირველი ძრავიანი საფრენი აპარატი. მან ჰაერში 12 წამს დაჰყო და მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე.
ძმებმა მამას დეპეშით აცნობეს ნამდვილი თვითმფრინავის დაბადების შესახებ. ამ დღიდან დაიწყო ავიაციის
ისტორია. საქართველოში ანალოგიური საფრენი აპარატი შალვა ერისთავმა ააგო 1835 წელს, მაგრამ გაფრენა
ვერ მოახერხა. 1911 წელს ,,სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ანტონ კლდიაშვილის ცნობა საფრენი აპარატის
მოდელის შექმნის შესახებ. იგი მოუწოდებდა მკითხველს, ერთობლივი ძალებით აეგოთ თვითმფრინავი,
თუმცა მაშინ ფართო საზოგადოება ფრენოსნობით ნაკლებად იყო დაინტერესებული.
III.3.20: რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
1865 წელს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ბაღი, რომელსაც ალექსანდრეს
სახელი უწოდეს. იგი დააპროექტა გერმანელმა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა, რომელიც დიდხანს
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის სახელს უკავშირდება არაერთი შენობა, რომლებიც დღესაც
ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. ერთ-ერთი მათგანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
სიმონსონის მიერ საგანგებოდ დაპროექტდა საგამოფენო პავილიონები, რესტორანი, შადრევნები. ისინი
განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ევროპული ტიპის ბაღს, რომელიც მანამდე არსებულ თავშეყრის
ადგილებს არ ჰგავდა. დღეს ბაღის ტერიტორია განახლებული და კეთილმოწყობილია.
III.1.17: რას ნიშნავს მოცემული განცხადება?
ბიბლიოთეკაში მკითხველთა მომსახურება უფასოა